საგარეჯოს მუნიციპალიტეტში უზბეკეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1 პირი დააკავა.
გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა, ქალს, ბლაგვი საგნით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა, კვალის დაფარვის მიზნით კი ცხედარი მდინარეში გადააგდო. 50 წლის ქალის გვამი მდინარე იორთან ნახეს.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.