ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და აზიაში, ხავიერ კოლომინა თბილისში ოფიციალურ შეხვედრებს აგრძელებს. ვილნიუსის სამიტამდე რამდენიმე კვირით ადრე კოლომინა საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა. ვიზიტს კოლომინა დღის ბოლოს ქართულ მედიასთან ბრიფინგზე შეაჯამებს.