მოზრდილი ადამიანისთვის წყალი და წყლის აბაზანები დამშვიდების, რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა. ალბათ სწორედ იმიტომ, რომ ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ცხრა თვე ადამიანს წყალში აქვს გატარებული. მუცლად ყოფნის პერიოდში ნაყოფი მთლიანად წყალშია.ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც ნაყოფის სრულფასოვან განვითარებას განაპირობებს სწორედ სანაყოფე წყლებია. ეს სითხე პატარას თავისუფლად მოძრაობის საშუალებას აძლევს, იცავს ტრავმებისგან, ხელს უწყობს მის გარშემო ოპტიმალური ტემპერატურის შენარჩუნებას.
რა იწვევს სანაყოფე წყლების რაოდენობის მატებას ან კლებას, რას ნიშნავს სანაყოფე წყლების შემღვრევა, საშიშია თუ არა მათი ნადრევი დაღვრა, ან რა ინფორმაციას გვაწვდის ამნიონური სითხის ანალიზი - სწორედ ამ კითხვებზე იძლევა კვალიფიციურ პასუხს ექოსკოპიური კვლევა.