28 მაისს, რუსთაველის გამზირზე "ევროპული საქართველო" გარუსების პოლიტიკის წინააღმდეგ აქციას აანონსებს. პარტიის წევრები “აფხაზეთობასთან” დაკავშირებით, ირაკლი ღარიბაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის გავრცელებულ განცხადებებს გამოეხმაურნენ. გიგა ბოკერიასა და აფხაზთა კრების თავმჯდომარის, მალხაზ პატარაიას განცხადებით, უმრავლესობის წევრების სიტყვებში არათუ აფხაზეთში ჩადენილი გენოციდი, არამედ რუსული ოკუპაცია საერთოდ არ არის ნახსენები. ისინი აღნიშნავენ, რომ მმართველი გუნდი ცდილობს, რომ საკითხის ეთნიკურ კონფლიქტად წარმოაჩინოს, ნაცვლად იმისა, რომ რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილი გენოციდის აღიარების კამპანია აწარმოოს.