ვაკის პარკის საქმეზე სასამართლო პროცესი მტკიცებულებების გამოკვლევით და ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით განახლდება. ”გრინსერვის+"-ის დირექტორის ადვოკატთა განცხადებით, ამ პროცესზე შუამდგომლობა დაგეგმილი არ არის.
ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატი აცხადებს, რომ რაც უფრო მეტი მოწმე იკითხება, მით უფრო ცხადი ხდება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა. შესაბამისად, დაცვის მხარეს მოლოდინი აქვს, რომ მოსამართლის მათ გაამართლებს.