პარლამენტს ახალი პოლიტიკური ჯგუფი შეემატება. საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს "ნაციონალური მოძრაობიდან" წამოსული დეპუტატების რომან გოცირიძის და ხატია დეკანოიძის ინიციატივას. ოპოზიციონერი დეპუტატი ყოფილ თანაგუნდელებს ყურადღების გადატანის მცდელობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" იძულებული გახდა ინიციატივა დაჩქარებულად განეხილა.