ლონდონის „არსენალის“ ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, რომ ბუკაიო საკამ გუნდთან მრავალწლიანი ხელშკრულება გააფორმა. ამ ეტაპზე, კონტრაქტის დეტალები დაზუსტებული არ არის.
როგორც საკამ აღნიშნა, ის ნამდვილად ბედნიერია არსენალში ყოფნით. მისივე თქმით, „არსენალი“ საოცარი გუნდია და ამ გუნდში არის ყველაფერი, რომ ის საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს. ახალგაზრდა ინგლისელმა ასევე ისაუბრა იმის შესახებ, რომ საკუთარ მომავალს სწორედ „არსენალში“ ხედავს და დარწმუნებულია, რომ რომ წინ დიდი გამარჯვებები იქნება.
21 წლის თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში „არსენალის“ შემადგენლობაში 14 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.