ანჯელინა ჯოლი ტანსაცმლის ბრენდს Atelier Jolie-ს აფუძნებს ბრენდის მიზანი „ლტოლვილთა და სხვა ნიჭიერი, დაუფასებელი ჯგუფების, ღირსეული პოზიციების მქონეთა უნარებზე დაფუძნებული შესაძლებლობების“ გამოყენება იქნება.
სიახლე, ანჯელინამ საკუთარი Instagram-ის გვერდით რამდენიმე საათის წინ გაავრცელა. „რატომ უნდა იყიდო სხვა ადამიანის მიერ შექმნილი დიზაინი, როდესაც შეგიძლია თავად შექმნა იგი?“ - ჰკითხა მსახიობმა გამომწერებს, რომელთა რაოდენობა 14.3 მილიონს აჭარბებს.
„დღეს ვიწყებ რაღაც ახლის შექმნას - კოლექტივის, სადაც ყველას თავად შეეძლება შექმნას... Atelier Jolie არის ადგილი კრეატიული ადამიანებისთვის, რომლებსაც ექნებათ შესაძლებლობა ითანამშრომლონ გამოცდილი მკერავების კვალიფიციურ და მრავალფეროვან ოჯახთან... ეს გადაწყვეტილება გამოწვეულია ჩემი მადლიერებითა და ღრმა პატივისცემით მრავალი მკერავისა და მწარმოებლის მიმართ, ვისთანაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი. სურვილი მაქვს გამოვიყენო მაღალი ხარისხის ვინტაჟური მასალა და უკვე ხელმისაწვდომი მასალა, ასევე ვიყო კულტივირების მოძრაობის ნაწილი“ - ამბობს ჯოლი.