სლოვენიის პარლამენტმა 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. არსებული ინფორმაციით, გადაწყვეტილებას მხარი 67-მა დეპუტატმა დაუჭირა, 8 კი წინააღმდეგი იყო.
სლოვენიის პარლამენტის მიერ ჰოლოდომორის უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და სლოვენიელ პარლამენტარებს მადლობა გადაუხადა.
სლოვენიამდე, ჰოლოდომორის უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარების გადაწყვეტილება რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის საფრანგეთმა, ისლანდიამ, ბელგიამ და იტალიამაც მიიღო.