რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გააუქმებულია. მისივე განცხადებით, ოლქში, ერთ-ერთ საავტომობილო გზაზე უპილოტო საფრენმა აპარატმა ასაფეთქებელი მოწყობილობაც ჩამოაგდო. შემთხვევის შედეგად ერთი ავტომობილი დაზიანდა, თუმცა არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.
პარალელურად გავრცელდა, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის განცხადებაც. მედვედევის თქმით, ბელგოროდში განვითარებულ მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა უკრაინას ეკისრება. მანვე აღნიშნა, რომ ოლქზე თავდამსხმელები დანდობას არ იმსახურებენ.
კიევში აღნიშნულ ბრალდებას უარყოფენ. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, მიმდინარე მოვლენებთან ქვეყანას კავშირი არ აქვს.