უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი კონტრშეტევის დაწყებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, უკრაინა კონტრშეტევას მალე დაიწყებს, ამ ეტაპზე კი ქვეყანას იარაღის საჭირო მინიმუმი უკვე აქვს. მანვე აღნიშნა, რომ ტერიტორიის ოკუპანტებისგან გასათავისუფლებლად მეტი იარაღია საჭირო.
ბუდანოვი ხაზს დასავლური ავიაგამანადგურებლების აუცილებლობაზე უსვამს. მისი განცხადებით, უკრაინამ რუსეთი საკუთარი ტერიტორიებიდან უნდა განდევნოს, რისთვისაც მთელი ძალა და საშუალებები უნდა გამიყენოს.
მიზნის მისაღწევად კი იარაღისა და საბრძოლო მასალის დიდი მარაგებია საჭირო.