საქართველომ რეკორდული მოცულობის საზამთრო იყიდა. საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში ქვეყანამ 250%-ით მეტი საზამთრო შემოიტანა ვიდრე 2022 წლის პირველ კვარტალში. საქართველოში საზამთროს იმპორტის 60% ირანზე მოდის. 2023 წლის იანვარ-მარტში საქართველომ საზამთრო სულ 3 ქვეყანაში იყიდა. მეორე ადგილზეა თურქეთი, ხოლო მესამე ადგილზეა ნიდერლანდები.