პულმან თბილისში ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ საგრანტო კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 16 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა. RDYE, პროექტს, საერთაშორისო ორგანიზაცია Mercy Corps ლიბერთი ბანკის და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს. გამარჯვებულს ჯილდოები საქართველოში „მერსი ქორფსის“ წარმომადგენლობის დირექტორმა, ირაკლი ქასრაშვილმა , ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორმა, ვაჟა მენაბდემ; სპორტის. ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ვიცე პრეზიდენტმა შალვა გოგოლაძემ და RDYE პროექტის დირექტორმა, უჩა ვარამაშვილმა გადასცეს. ღონისძიებას ასევე საქართველოს სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, ირაკლი გივიაშვილი და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, ლია გიგაური ესწრებოდნენ.