უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ომს ვერ მოიგებს. მისი თქმით, უნგრეთის ხელისუფლება მიიჩნევდა, რომ ომი თავიდანვე დიპლომატიური მარცხი იყო და მისი თავიდან არიდება შესაძლებელი იყო. ორბანის თქმით, უნგრეთს ამავდროულად კარგად ესმის, რამდენად იტანჯებიან უკრაინელები. ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, რომ ყველა ქვეყანა უნდა შეეცადოს, მიაღწიოს ერთადერთ შესაძლო გამოსავალს, რაც, მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტაა. ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ კი მშვიდობიანი მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს.