მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ აცხადებს, რომ მოლდოვაში ჩასვლის შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს დააკავებენ. ჟურნალისტის შეკითხვაზე მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლდოვამ ხელი მოაწერა სისხლის სამართლის სასამართლოს შეთანხმებას და პატივს სცემს სასამართლოს გადაწყვეტილებას. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი მარტში გასცა. საპასუხოდ, რუსეთის ფედერაციამ ბრალი წაუყენა მოსამართლეს, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტის დაკავების ორდერი გასცა.