საპარლამენტო ოპოზიცია კვლავ უნდობლობას უცხადებს ქართული ოცნების მიერ შეთავაზებულ კონსულტაციებს. ხელისუფლების ოპონენტები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დარჩენილი 2 არამოსამართლე წევრის არჩევისთვის ჩასატარებელ კონსულტაციებს ფარსს უწოდებენ და მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ. მმართველი პარტია კი ოპოზიციას საბოტაჟში ადანაშაულებს.