შეშფოთებული ვართ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენით. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ საქართველოს აეროპორტების კომპანიები, შესაძლოა, სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა. მისი თქმით, ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის. ავიამიმოსვლის გარდა შეშფოთებას იწვევს ინფორმაცია, რომელიც ბათუმისა და ნოვოროსიისკის პორტებს შორის ტვირთების გადაზიდვას ეხება. საზღვაო სააგენტო ამ ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ საუბარი არაა რეგულარულ რეისებზე, არამედ ფაქტი ეხება სომხური ტვირთვის კომერციულ გადაზიდვას საქართველოდან რუსულ პორტ ნოვოროსიისკში. ხოლო თავად ტვირთიცა და გემის მფლობელიც სანქციებზე დეტალურად მოწმდება.
გველის თუ არა დასანქცირება და როგორ მუშაობს სანქციების ავლის ლოგისტიკური სქემა? - "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრის" გადაცემა "საქმის" სტუმარია "სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის" დირექტორი პაატა ცაგარეიშვილი