საპოლიციო გამოსახლებისთვის სასამართლოს გადაწყვეტილების ლოდინი საჭირო აღარ იქნება. აღსრულების ეროვნულ ბიუროში შესაძლებელი გახდება მხარეებს შორის გაფორმდეს სასყიდლიანი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მხარეები შეთანხმდებიან, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიურო, სასამართლოს გარეშე გამოსცემს აქტებს შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების გადახდევინებისა და უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ. გამოდის, რომ ახალი პირობებით ურჩი მდგუმრების გამოსახლებას ერთი თვეც კი არ დასჭირდება, მაშინ როცა ახლა ეს პროცესი წლობით იწელება.
თემაზე სასაუბროდ "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრის" გადაცემა "საქმის" სტუმარია ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე აკაკი საღირაშვილი