მიწის ყველაზე მაღალი ფასებით, თბილისი გამოირჩევა, სადაც, 2022 წელს, მიწის საშუალო გასაყიდი ფასი 162 დოლარს გაუტოლდა. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული.
კვლევითი ორგანიზაციის ცნობით, თბილისის უბნებში ყველაზე მაღალი საშუალო ფასებით ცენტრალური უბნები - მთაწმინდა, ვაკე და საბურთალო გამოირჩევა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მთაწმინდის 2022 წლის მაჩვენებელი, რომელიც 2019 წლის დონეს 46%-ით აღემატება.
ამასთან, „თიბისი კაპიტალის“ მონაცემებით, 2022 წელს წლიური კლება საშუალო გასაყიდ ფასში დაფიქსირდა კრწანისში 31%-ით, საბურთალოზე 12%-ით და ნაძალადევში 7%-ით.