ევროპელი დეპუტატი სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძეს აკრიტიკებს. მირიამ ლექსმანი twitter-ზე კობახიძის იმ კომენტარს აზიარებს, სადაც ამბობს, რომ პერსონალური სანქციების დაწესება ადამიანის უფლებების სტანდარტებს უხეშად ეწინააღმდეგება. მირიამ ლექსმანი წერს, რომ კობახიძე ექსპერტულ აზრს გვთავაზობს ადამიანის უფლებებზე, თუმცა არაფერ მსგავსს არ ამბობს გვარამიასა და სააკაშვილზე.