მექსიკაში ვულკანი პოპოკატეპეტლი გააქტიურდა, რის გამოც მილიონობით ადამიანს შესაძლო ევაკუაციის გაფრთხილება გაიცა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, უკვე რამდენიმე დღეა ვულკანის კრატერიდან კვამლი და ფერფლი ამოდის. მათივე ცნობით, კვამლმა პოპოკატეპეტლტან ახლოს მდებარე რამდენიმე დასახლებამდე მიაღწია.
სპეციალისტების პროგნოზით, საკმაოდ მაღალია ლავის ამოფრქვევის საშიშროებაც. საფრთხის გამო მექსიკის მასშტაბით ათობით შიდა ავაირესი გადაიდო.
CNN-ის ინფორმაციით, ვულკანიდან 90 კილომეტრის რადიუსში 25 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს