გერმანიისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე იკამათეს. გამოცემა Politico-ს ცნობით, ანალენა ბერბოკმა და პიტერ სიიარტომ ოფიციალური ბუდაპეშტის გადაწყვეტილებაზე იკამათეს, რომელიც უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფას ბლოკავდა.
მედიის ინფორმაციით, ინციდენტი გასული კვირის ორშაბათს ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს მოხდა.ცნობისთვის, უნგრეთი უარს ამბობს უკრაინისთვის ევროკავშირის დამატებითი სამხედრო დახმარების დამტკიცებაზე მანამ, სანამ ოფიციალური კიევი უნგრეთის OTP Bank-ს „ომის სპონსორების“ სიიდან არ ამოიღებს.