მსოფლიო მედიის ყურადღება რუსეთის ბელგოროდის ოლქისკენ არის მიმართული, სადაც დაპირისპირებები კვლავ გრძელდება. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, ოლქის გრაივორონსკის რაიონის დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფებისგან გაწმენდა მიმდინარეობს. მისივე თქმით, ხელისუფლება დაუყოვნებლივ მიაწვდის მოსახლეობას ინფორმაციას იმის შესახებ, როდის გახდება უსაფრთხო დაბრუნება.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ბელგოროდში „ეფ-ეს-ბესა“ და შსს-ს შენობებზე თავდასხმა მოხდა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, ბელგოროდის ტერიტორიაზე „რუსეთის თავისუფლების ლეგიონისა“ და „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ წარმომადგენლები სპეცოპერაციას ახორციელებენ, რომლის მიზანიც ტერიტორიის პუტინის რეჟიმისგან გათავისუფლებაა, რათა უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად უსაფრთხოების გარკვეული ზონა შექმნან.