საქართველოს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა ეწვევა.
ის ქვეყანაში რეგიონული ვიზიტის ფარგლებში დღეს ჩამოვა. სამუშაო შეხვედრებს კი ხვალ გამართავს. ხავიერ კოლომინას სამუშაო ვიზიტი საქართველოში ერთ დღეს გაგრძელდება. ამის შემდეგ ის სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა.
ქართველ მაღალჩინოსნებთან შეხვედრების შემდეგ დაგეგმილია ბრიფინგი მედიასთან.