ელექტრონული არჩევნები და დაკვირვების ახალი მიდგომები - ევროპის საბჭომ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების თანაორგანიზებით სამუშაო შეხვედრა გამართა.
საარჩევნო პროცესებში მონაწილე მხარეებმა და ევროპის საბჭოს ექსპერტებმა არჩევნებში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და პრობლემის გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
მონაწილეები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის საჭირო შემდგომ ნაბიჯებზე და სადამკვირვებლო ორგანიზაციების როლის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში ევროპის საბჭოს ხელმძღვანელი ნატალია ვუტოვა, არასამთავრებო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.