კატარის მესამე ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში იგეგმება ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრების გამართვა როგორც კატარის, ასევე ფორუმში მონაწილე სხვა მაღალი დონის დელეგატებთან, - ამის შესახებ კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის კატარში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.მისი თქმით, ფორუმში მონაწილეობას იღებენ 40-მდე სხვადახვა ქვეყნის ლიდერები და მაღალი დონის სამთავრობო დელეგაციები.