38 წლის ვეტერანმა კალათბურთელმა კარმელო ენტონმა კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ნაციონალური საკალათბურთო ლიგის NBA-ს ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი 19 წლიანი კარიერის შემდეგ გულშემატკივარს ემშვიდობება.
კარმელომ თავისი კარიერის განალავლობაში NBA-ში ჯამში 28 289 ქულა ჩააგდო და ის საუკეთესო მექულეებს შორის მე-11 ადგილს იკავებს, მან ასევე 10 ჯერ მიიღო მონაწილეობა ALL STAR-ის შეხვედრებში მონაწილეობა და იყო NBA-ს TOP-75 ის წევრი. ენტონი ასევე რეგულარულად გამოდიოდა აშშ-ს ნაკრებში, რომელთან ერთადაც 3 ჯერ მოიპოვა ოლიმპიადაზე ოქროს მედალი ერთხელ კი ბრინჯაო.
კარმელო ენტონმა კარიერა 2003 წელს დენვერ ნაგეტსში დაიწყო, როდესაც ის ფრაფტზე მესამე პიკად აიყვანეს, მასთან ერთად დრაფტიდან 2003 წელს შეირჩნენ ლებრონ ჯეიმსი, კრის ბოში, დუეინ უიედი და ზაზა ფაჩულია. ენტონი 2011 წელს იორკ ნიქსში გადაბარგდა, 2017-2018 წლების სეოზინი კი ოკლაჰომა სიტიში გაატარა, 2018 – 2019 წლებში ჰიუსტონ როკეტსში გამოდიოდა, ხოლო 2019 - 2020 წლებში ტრელ ბლეზერს მიაშურა. მან ბოლო წელი ლოს ანჯელეს ლეიკერსთან ერთად გაატარა.