უკვე დიდი ხანია, რაც საქართველოს რაგბის კავშირი მოლაპარაკებებს აწარმოებს ევროპის პროფესიულ საკლუბო რაგბთან, რათა პირველმა ქართულმა ფრენჩაიზმა „შავი ლომმა“ ჩელენჯ ქაფზე ასპარეზობა მოახერხოს. ამ საკითხზე მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია და „შავი ლომის“ მესვეურები მიზანთან საკმაოდ ახლოს არიან. თემაზე უფრო კონკრეტულად სასაუბროდ საქართველოს რაგვის კავშირის წამომადგენლები დუბლინში მიიწვიეს, სადაც ჩელენჯ ქაფის ფინალში ტულონისა და გლაზგოს შეხვედრას, ხოლო ჩემპიონთა თასის ფინალში ლესტერისა და ლა როშეს შეხვედრას დაესწრნენ.
"ცნობილია, რომ რაგბი ევროპის სუპერთასის პარალელურად შავი ლომი ჯერ სამხრეთ აფრიკის ქარის თასში ჩაერთო, წელს კი სამხრეთ ამერიკის სუპერ ლიგის გუნდებთან ითამაშა. მისი ჩელენჯ თასში ჩართვა მორიგი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. რაგბის კავშირი ამისათვის მაქსიმუმს აკეთებს და მოლაპარაკებები უკვე აქტიურ ფაზაშია გადასული. ჩვენ არ ვაპირებთ მიღწეულზე გაჩერებას და მუდმივად ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს უფრო და უფრო მაღალი დონის ტურნირებში მონაწილეობისთვის, რათა ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ და ქართული რაგბი კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიყვანოთ. ამ გზაზე სრული მხარდაჭერა გვაქვს როგორც მსოფლიო რაგბისგან, ასევე საქართველოს მთავრობისგან. დიდი მადლობა მათ ამ მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ ქართული რაგბი ისტორიას დაწერს! წინ მსოფლიო თასია!" – განაცხადა რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე გოგებაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პირველი ქართული ფრენჩაიზი „შავი ლომი“, ევროპის სუპერ თასის გამარჯვებული ზედიზედ ორჯერ გახდა, ასევე მათ სამხრეთ აფრიკულ და სამხრეთ ამერიკულ ტურნეებში მიიღეს მონაწილეობა. რაც შეეხება ჩელენჯ ქაფს, ის ევროპაში რანგით მეორე ტურნირია, სადაც მონაწილეობას ინგლისური ფრანგული შოტლანდიუსი იტალიური უელსური ირლანდიური და სამხრეთ აფრიკული გუნდები იღებენ.