იტალიის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ გუშინ დახურულ კარს მიღმა ტურინის „იუვენტუსის“ საქმე კიდევ ერთხელ განიხილა და საბოლოო განაჩენი გამოიტანა. ფედერალურმა სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა 11 ქულის დაკლებაზე და გუნდის ხელმძღვანელობის 8 თვით მოკვეთაზე თითქმის მთლიანად დააკლაყოფილა, საბოლო ჯამში იუვენტუს 10 ქულა დააკლდა, თუმცა გუნდის მმართველები გაამართლეს. ამ გადაწყვეტილების შემდეგ „იუვენტუსს“ იტალიის სერია A-ში 59 ქულა დაუგროვდა და მეორე ადგილიდან მე-7 ზე დაქვეითდა, შესაბამისად ის ჩემპიონთა ლიგის ზონიდანაც გამოვიდა. მისი ადგილი „მილანმა“ დაიკავა.
შეგახენებთ, რომ მიმდინარე სეზონში იუვენტუსს 15 ქულა დააკლეს, მაგრამ იტალიის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ეს გადაწყვეტილება გააუქმა. საქმე ეხებოდა კაპიტალის ხელოვნური მოგებასა და ყალბ ხართაღრიცხვას.
იუვენტუსს იტალიის ფედერალური სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების საშუელბაც ექნება, მანამდე კი სწორედ ამ უწყებამ უნდა დაასაბუთოს კლუბის დასჯის მიზეზი, ამის შემდეგ იუვეს შეეძლება საქმე კვლავ იტალიის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში წაიღოს.
ამის გარდა იუვენტუსის წინააღმდეგ „ხელფასების“ მანევრის საქმეზეც მიმდინარეობს, გამოძიება ივნისის ბოლოს დასრულდება, თუ იტალიური გუნდი კვლავ დამნაშავე გამოდგება, მათ ქულები უკვე მომავალ სეზონში დააკლდებათ.