გიტარა, რომელიც ლეგენდარული როკ-ჯგუფის, Nirvana-ს ფრონტმენმა გატეხა, ნიუ-იორკში, Hard Rock Cafe-ში გამართულ აუქციონზე გაიყიდა. ამის შესახებ BBC წერს.გამოცემის ინფორმაციით, მუსიკოსმა, რომელმაც 1994 წელს თავი მოკლა, შავი Fender Stratocaster-ი ჯგუფის მეორე ალბომზე Nevermind მუშაობისას დაამტვრია. ინსტრუმენტი ააწყვეს, თუმცა მასზე დაკვრა შეუძლებელია. ამასთან, გიტარაზე Nirvana-ს სამივე წევრის ავტოგრაფია.ანონიმურმა მყიდველმა გიტარაში $596 900 გადაიხადა, თუმცა ორგანიზატორები ვარაუდობდნენ, რომ ინსტრუმენტი 60-80 ათას დოლარად გაიყიდებოდა.