ხანგრძლივი მუსიკალური პაუზის შემდეგ, ბიონსე სცენას დაუბრუნდა. მისი ახალი ტურნე სახელწოდებით Renaissance World Tour სრული ანშლაგით მიმდინარეობს. ტურნემ 10 მაისს აიღო სტარტი და ის სექტემბერში დასრულდება. მორიგი კონცერტი მომღერალს 23 მაისს, სანდერლენდში აქვს დაგეგმილი.
„გრემის“ ტრიუმფატორმა მომღერალმა უკვე მოახდინა ნამდვილი ფურორი სცენაზე. ახალი ალბომის წარდგენისას, მან რამდენჯერმე შეიცვალა იმიჯი. ტურნეს ფარგლებში ის უკვე მეორედ გამოჩნდა ქართველი დიზაინერის დევიდ კომას მიერ შექმნილ სამოსში. ამჯერად ბიონსემ არჩევანი კომას ვერცხლისფერ მბზინავ კაბაზე გააკეთა, რომელიც ულამაზესი ბისერებითა და წვიმის ეფექტის დეკორაციებით იყო გაფორმებული. ანსამბლს კი მომღერალმა ასევე დევიდ კომას ბოტფორტები შეუხამა.