ვაკის პარკში ატრაქციონი მწყობრიდან გამოვიდა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ის დაძრულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. საბედნიეროდ, ერთ-ერთ კაბინა, რომელიც მოწყდა, ცარილი იყო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე „პალიტრავიდეოს“ გადამღები ჯგუფიც იმყოფებოდა. ატრაქციონი უკვე შეკეთებულია, თუმცა, როგორც ადგილზე განგვიცხადეს, ჯერჯერობით არ ფუნქციონირებს.
მშობელი, რომლის შვილიც შემთხვევის დროს სწორედ იმ ატრაქციონზე იჯდა, რომელიც მოულოდნელად მოწყდა, სოციალურ ქსელში წერს:
„ჩემი შვილი იჯდა ამ ატრაქციონზე, როდესაც ერთ-ერთი კაბინა მოწყდა და მიწას დაეცა. ბეწვზე გადავრჩით სიკვდილს!! უპასუხისმგებლო კიდევ მსუბუქი ნათქვამია, რაც ამ კერძო კომპანიას შეიძლება ვუწოდო, ვისიც ეს ატრაქციონია. ფაქტია, რომ ჩვენი შვილები არსად უსაფრთხოდ არ არიან ამ ქვეყანაში და ქალაქში.“
"ვაკის პარკის" ადმინისტრაციის სინქრონი "ფორმულას" ვიდეოდან.