უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრში კვლავ ბახმუტი და მარინკა რჩებიან. გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე 20 სარაკეტო და 48 საავიაციო დარტყმა განახორციელეს. გენშტაბის ცნობით, მოწინააღმდეგემ ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები, ასევე უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენა.