ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს. დაკავებულებმა ტაქსის მძღოლი,ავტომობილის დაუფლების გამო მოკლეს. ცხედარი კი ერთ-ერთ მდინარესთან დამარხეს. ამის შემდეგ, დაკავებულები უკანონოდ დაუფლებული ავტომობილით მარნეულში, თავიანთ სახლში წავიდნენ და იქვე მდებარე ავტოსახელოსნოში, ავტომობილის ნაწილებად დაშლა დაიწყეს. პოლიცია დანაშაულში მონაწილე კიდევ ერთ პირს ეძებს.