ბელგოროდში რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შენობას დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ქალაქში შემოღებული კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმის გამო, რეგიონში ნებისმიერი პუბლიკაცია ოფიციალურ წყაროებზე მითითების გარეშე აიკრძალა.
ამასთან, ბელგოროდის „ტელეგრამ" არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გუშინ, ადგილობრივი დროით დაახლოებით 23:20 საათზე ქალაქის ცენტრში ძლიერი აფეთქება მოხდა.
იქამდე კი გავრცელდა კადრები სადაც ჩანს, თუ როგორ ტოვებენ რუსები მასობრივად ბელგოროდს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, ბელგოროდის ტერიტორიაზე „რუსეთის თავისუფლების ლეგიონისა“ და „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ წარმომადგენლები სპეცოპერაციას ახორციელებენ, რომლის მიზანიც ტერიტორიის ე.წ. პუტინის რეჟიმისგან გათავისუფლებაა, რათა უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად უსაფრთხოების გარკვეული ზონა შექმნან.
ბელგოროდში განვითარებულ მოვლენებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ეხმაურება. უწყების პრესსპიკერის მეთიუ მილერის განცხადებით. აშშ არ ახალისებს და მხარს არ უჭერს უკრაინას საზღვრებს გარეთ ამერიკული იარაღით თავდასხმები განახორციელოს.