თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ნაციონალისტი სინან ოგანი, რომელმაც პირველ ტურში მესამე ადგილი დაიკავა, მხარს მოქმედ პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს დაუჭერს.
„ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისა და ერისთვის სწორი გადაწყვეტილება იქნება“, - განაცხადა ოგანმა.
შეგახსენებთ, თურქეთში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 მაისს გაიმართება. 14 მაისს გამართულ პირველ ტურში ერდოღანმა ხმების 49,52 პროცენტი მიიღო, მისმა მთავარმა კონკურენტმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ კი ხმების 44,88 პროცენტი. სინან ოგანმა პირველ ტურში მესამე ადგილი დაიკავა და ხმების 5,17 პროცენტი მიიღო.