ქვემო ქართლში შუახნის მამაკაცი მოკლეს.
მკვლელობა გუშინ მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოხდა.
"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, მოკლული მამაკაცი ტაქსის მძღოლად მუშაობდა.
არსებული ინფორმაციით, საქმეზე ორი პირია დაკავებული. დაკავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანია.
გამოძიება 109-ე მუხლით არის დაწყებული.