საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებში მოქმედი პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის პარტიამ „ახალი დემოკრატები“ გაიმარჯვა, თუმცა მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საჭირო ბარიერი მაინც ვერ გადალახა. დათვლილ ხმათა 40,8% მიცოტაკისის პარტია „ახალმა დემოკრატებმა“ მოიპოვა, ხოლო მისმა მთავარმა კონკურენტმა პარტია „სირიზამ“ – 20,1%.