სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, აზერბაიჯანის ტერიტორია, 86 ათასი კვადრატული კილომეტრი, რომლის აღიარებისთვის ერევანი მზადაა, მთიან ყარაბაღსაც მოიცავს. მანვე იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანთან მშვიდობის შესახებ შეთანხმების ტექსტზე შეთანხმება მალე მოხდება. ფასინიანმა აღნიშნა, რომ თუ თერიტორიული მთლიანობის აღიარების საკითხში ორი ქვეყანა ერთმანეთს სწორად გაუგებს, მაშინ სომხეთი, აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას 86 600 კვადრატული კილომეტრის ფარგლებში აღიარებს, იმ გაგებით, რომ აზერბაიჯანი თავისმხრივ სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას 29 800 კვადრატული კილომეტრის ფარგლებში აღიარებს.