ოპოზიციის უარი ქართული ოცნების შემოთავაზებულ კონსულტაციებს. საპარლამენტო ოპოზიციის ძირითადი ნაწილი სრულ უნდობლობას უცხადებს კონსულტაციებს, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დარჩენილი 2 არამოსამართლე წევრის არჩევისთვის უნდა გაიმართოს. 2 არამოსამართლე წევრის არჩევისთვის ოთხი კანდიდატი რუსუდან კვინიკაძე, გოგა კიკილაშვილი, ლევან ნემსაძე და ნინო ნიშნიანიძე არიან წარდგენილი. რა განცხადებებს აკეთებენ ოპოზიციის წარმომადგენლები და რა პოზიცია აქვს მმართველ პარტიას.