ხელისუფლების ოპონენტთა განმარტებით, ოკუპაციის შესახებ კანონი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ გაკონტროლდეს თუ ვინ კვეთს ქვეყნის საზღვარს. მათ შორის არიან თუ არა ის პირები, რომლებლამაც მიიღეს ან იღებენ უკრაინასა და საქართველოში მიმდინარე სამხედრო აგრესიაში მონაწილეობას. ამ შინარსიის კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვდა ფრაქცია ნაციონალლური მოძრაობის დეპუტატი თინა ბოკუჩავა, რასაც ბიუროს სხდომაზე ხმაური მიჰყვა. ოპოზიციის აზრს იზიარებენ დარგის ექსპერტებიც. თავად ხელისუფლების წევრთა განმარტებით, ოკუპაციის შესახებ კანონი მოსალოდნელ საფრთხეებს არეგულირებს, დამატებით სანქციების დაწესებას არ კი აპირებენ.