მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 6 საკითხი განიხილეს. მათ შორის იყო განკარგულება, რომლის მიხედვითაც, 337 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადაეცემა მათ მიერ ფაქტობრივად დაკავებული 342 საცხოვრებელი ფართი. დევნილები ბინებს თბილისში, გორში, გარდაბანში, წყალტუბოში, ზუგდიდში, ბათუმსა და მარნეულში მიიღებენ.