ბულგარეთის დედაქალაქში მიტინგზე ევროკავშირის ოფისი წითელი საღებავით შეღებეს. მომიტინგეებმა მთავრობას უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტისკენ მოუწოდეს და შენობას, სადაც ევროკომისიისა და ევროპარლამენტის წარმომადგენლები მუშაობდნენ წითელი საღებავი შეასხეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აქცია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციისა და კრემლის მხარდამჭერი პირების მიერ იყო ორგანიზებული. აქციის მონაწილეებს შორის სავარაუდოდ პარლამენტარებიც იყვნენ.
შემთხვევას ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა გამოეხმაურა. მისი თქმით, ევროკავშირი უკრაინის დახმარებას მომავალშიც გააგრძელებს.