გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი უკირაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. „ველტთან“ ინტერვიუში შოლცმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში უკრაინა ნატო-ში ვერ გაწევრიანდება. მისი თქმით, 2008 წელს ბუქარესტში ნატო-მ გადაწყვეტილებები მიიღო, რომლებმაც გრძელვადიანი პერსპექტივები ჩამოაყალიბა.
შოლცი ხაზს უსვამს, რომ ნატო-ს კრიტერიუმები მთელ რიგ პირობებს მოიცავს, რომლებსაც უკრაინა ამჟამად ვერ ასრულებს, ამიტომაც მისი გაწევრიანება ალიანსში უახლოეს მომავალში ვერ მოხდება.