"ლიბერთისა" და უცხოური ენების შემსწავლელ წამყვან ონლაინ პლატფორმა -Lingwing- ს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, ლიბერთის მხარდაჭერით Lingwing -მა ქართული ენის შემსწავლელი საბაზისო კურსი შექმნა. პლატფორმაზე ქართული ენის შესწავლა შესაძლებელი იქნება ინგლისური და უკრაინული ენებიდან.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ქართველ ემიგრანტებს, მათი ოჯახის წევრებს, ასევე საქართველოში მყოფ უკრაინელებს მარტივად შეისწავლონ ქართული ენა.
ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება ქართული ენა, წლის ბოლომდე, ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე შეისწავლოს. ივნისიდან აღნიშნულ პლატფორმას დაემატება A1 -2 და A1 -3 სასწავლო კურსი, რაც ქართული ენის კიდევ უფრო რთულ და დახვეწილ დონეს გულისხმობს.