თუ ადამიანს არ აქვს დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი, მას აქვს სრული უფლება, შემოვიდეს ქვეყანაში, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, რატომ არ ხდება ევროკავშირის მიერ დაწესებული პერსონალური სანქციების გათვალისწინება და შემოუშვებენ თუ არა საქართველოში ევტუშენკოვს, გავრილოვს ან კალაშნიკოვს?
როგორც კალაძემ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ ნათლად განაცხადა, რომ არ უერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და ამას საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებს.
„თუ ადამიანს არ აქვს დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი, მას აქვს სრული უფლება, შემოვიდეს ქვეყანაში. ჩვენ აბსოლუტურად ღიად, ყოველგვარი დამალვისა და მიკიბ -მოკიბვის გარეშე, გავაკეთეთ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ არ ვუერთდებით სანქციებს. ეს გადაწყვეტილება მიღებული და გაკეთებულია ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“,- განაცხადა კალაძემ.