გარდაცვლილი მხატვარის, გიორგი ვაშაკიძის ნამუშევრების გამოფენა მიმდინარეობს. ჩუბინაშვილის ცენტრის საგამოფენო სივრცეში ვაშაკიძის შემოქმედების მხოლოდ გარკვეული ნაწილი არის წარმოდგენილი. ოჯახის წევრებისა და მეგობრების განმარტებით, მხატვრის მძიმე ცხოვრება, ხასიათი და ემოციები მის აბსტრაქტულ ნახატებში კარგად იგრძნობა.
გამოფენა 21 მაისს დაიწყო და 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.