ევროლიგის 2022/2023 წლების სეზონის გამარჯვებული მადრიდის „რეალია“. ფინალურ შეხვედრაში ესპანელებმა დრამატულ ბრძოლაში ბერძნული „ოლიმპიაკოსი“ დაამარცხეს, სერხიო ლულის ბოლო წამებზე ნასროლი ბურთი გადამწყვეტი აღმოჩნდა და შეხვედრა 79:78 დასრულდა. „რეალმა“ ევროლიგის მოგება ისტორიაში მე-11 მოახერხა.
პირველ მეოთხედში უპირატესობა ბერძნებმა მოიპოვეს და წინ 7 ქულიანი უპირატესობით გავიდნენ, თუმცა მალევე მადრიდელებმა შეხვედრა შემოატრიალეს და მეორე მეოთხედის ბოლოს ანგარიში თანაბარი იყო. მესამე მეოთხედი და მეოთხე მეოთხედი სტარტი „ოლიმპიაკოსისთვის“ იყო კარგი, ბერძნებმა უპირატესობა მოიპოვეს და ერთ მომენტში კვლავ 7 ქულით გავიდნენ წინ. ბოლო წუთებზე, მაშინ როდესაც ანგარიში 74:78 იყო, ესპანელების სასიკეთოდ ჯერ სერხიო როდრიგესმა ჩააგდო სამ ქულიანი ზუსტად, ხოლო ამას სერხიო ლულის ზუსტი ორ ქულიანიც მოჰყვა და „რეალი“ ჩემპიონი გახდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ვეტერანმა სერხიო ლულმა შეხვედრაში მხოლოდ ერთი ბურთი ჩააგდო და ისიც საჩემპიონო გამოდგა.
მატჩში ყველაზე შედეგიანი 29 ქულით „ოლიმპიაკოსის“ კალათბურთელი ალეკსანდერ ვეზენკოვი გახდა, რომლმაც 29 ქულა, 9 მოხსნა და 6 ასისტი დააგროვა, მსიი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 34 გაუტოლდა, მადრიდის „რეალიდა“ კი საუკეთესო სერხიო როდრიგესი გამოდგა, მის ანგარიშზე 15 ქულა, 4 მოხსნა და 9 ასისტი იყო, მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 23 შეადგინა.
ფინალამდე ასევე გაიმართა მესამე ადგილისთვის შეხვედრაც, სადაც ფრანგულმა „მონაკომ“ „ბარსელონა“ 78:66 დაამარცხა, აღსანიშნავია, რომ „მონაკოს“ სამწვრთნელო შტაბში საქართველოს ნაკრების ყოფილი კალათბურთელი მანუჩარ მარკოიშვილი მუშაობს.