ესპანეთის ლა ლიგის 35-ე ტურში „ვალენსიამ“ მესტალიაზე მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, გიორგი მამარდაშვილის ბრწყინვალე თამაშის წყალობით, 1:0 დაამარცხა მეტოქე.
საქართველოს ნარკრები ახალგაზრდა მეკარე ტრადიციისამებრ ვალენსიელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და ის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, ქართველი გოლკიპერის ანგარიშზე 5 სეივია, მათგან სამი კი მარჩის მიწურულს განსაკუთრებული სირთულის და სილამაზის გამოდგა. ამ მატჩის „ვალენსიასთვის“ სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, ამიტომაც ღამურები მინდორზე გასაკუთრებული მოტივაციით გამოვიდნენ. შეხვედრაში ანგარიში, 33 წუთზე დიეგო ლოპესმა გახსნა, ამის გარდა მასპინძლებს რამდენიმე რეალური მომენტი ჰქონდათ, მაგრამ მისი გამოყენება ვერ მოახერხეს, პირველ ტაიმში გიორგიმ ერთი ბურთი მოიგერია. მეორე ტაიმში „რეალი“ გაატიურდა და ძირითადად მეტოქის საჯარიმოსთან აკონტროლებდა ბურთს. შეხვედრაში ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, რაშიც ჩარევა არბიტრს არაერთხელ მოუწია. მატჩის მიწურულს, „ვალენსიას“ მცველებმა უყურადღებოდ ითამაშეს და ფედე ვალვერდე მამარდაშვილის პირისპირ აღმოჩნდა, თუმცა ურუგვაელის უძლიერეს დარტყმულს გიორგიმ აჯობა. მალევე იდიალურად შეასრულა საჯარიმო ტონი კროოსმაც, მაგრამ ამ შემთხვევაშიც მამარდაშვილი გამოდგა გამარჯვებული. ამ მომენტის შემდეგ გიორგი მამარდაშვილსა და რეალის ფეხბურთელებს შორის მცირე გაუგებრობა მოხდა, რის გამოც მოედნიდან ვინისიუს ჟუნიორი გააძევეს. არბიტრის მიერ დამატებულ დროში კიდევ ერთხელ ითამაშეს მასპინძელთა მცველებმა უყურადღებოდ და ამ შემთხვევაში პირისპირ ბენზემა გავიდა, თუმცა მოქმედ ოქროს ბურთის მფლობელს კვლავ გიორგი მამარდაშვილმა აჯობა. საბოლოოდ შეხვედრა ვალენსიას გამარჯვებით ანგარიშით 1:0 დასრულდა, გიორგი მამარდაშვილი კი დამსახურებულად გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი.
შეგახსენებთ, რომ „ვალენსია“ ამ გამარჯვების შემდეგ სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზე გადავიდა და ის გასავარდნ ზონას 5 ქულით დაშორდა. გიორგი მამარდაშვილის გუნდი შემდეგ შეხვედრას 25 მაისს „მალიორკას“ წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.