საგამოძიებო სამსახურმა პირთა ჯგუფი გამოავლინა, რომელიც კანონდარღვევით ხის მასალის შეძენა-რეალიზაციას ახდენდა. ბრალდებულებმა, გაწერეს ყალბი ანგარიშ-ფაქტურები და შეიქმნეს დღგ-ს ყალბი აქტივი. მათი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს დაახლოებით 200 000 ლარის ზიანი მიადგა.